Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 300 სამკერდე კამერას ყიდულობს


საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 2018 წლიდან იყენებენ კომპანია "AXON"-ის სამხრე კამერას - შსს-ს ინფორმაციით, სულ ჯამში სისტემას 3260 “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერა აქვს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 2018 წლიდან იყენებენ კომპანია "AXON"-ის სამხრე კამერას - შსს-ს ინფორმაციით, სულ ჯამში სისტემას 3260 “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერა აქვს

მოკლედ

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვით ყიდულობს დამატებით სამხრე კამერებს პოლიციის თანამშრომლებისთვის - შესყიდვის ღირებულება ნახევარ მილიონ აჭარბებს და 575 700 ლარია;
  • საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 2018 წლიდან იყენებენ ამერიკული კომპანია "AXON"-ის სამხრე კამერას - შსს-ს ინფორმაციით, სულ ჯამში სისტემას 3260 “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერა აქვს;

შსს შესყიდვის აუცილებლობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობით და დაზიანებული კამერების ჩანაცვლების საჭიროებით ხსნის.

კომპანია, რომლისგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხრე კამერებს ყიდულობს, შპს „ენ ჯი თი ჯგუფია", "AXON"-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი სამხრე კამერის ღირებულება თითქმის ორი ათასი ლარია, 1 919 ლარი.

"საპატრულო პოლიციის მიერ 2018 წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 3260 ერთეული კომპანია „AXON“-ის წარმოებული “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერა, ამავე კომპანიის წარმოებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლიცენზია და პროგრამულ უზრუნველყოფა" - წერს შსს შესყიდვების სააგენტოს იმის ასახსნელად, რატომ ყიდულობენ საკუთრივ ამ ტიპის კამერას ამ კომპანიისგან.

ამ კამერებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა სახის ამოცნობის პროცესში არ აქვს და ძირითადად მაღალი ხარისხის ხანგრძლივი ვიდეოჩანაწერების გასაკეთებლად გამოიყენება, თუმცა მისთვის განკუთვნილი პროგრამული მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ამ კამერების მიერ გადაღებული ვიდეოების Axon Evidence-ში (რომელიც არის Axon-ის ცენტრალური cloud-პლატფორმა) ატვირთვის შემდეგ მოხდეს როგორც ხმის, ისე გამოსახულების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის მიერ - ანგარიში, რომელიც სისტემას შეუძლია მოამზადოს თითოეულ ჩანაწერზე, საბოლოოდ ადამიანის მხრიდან გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ მზადდება.

"კომპანია AXON Inc.-ის წარმოების სამკერდე კამერების ცენრალიზებული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერული ინფრასტრუქტურის გამართულობის მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება" - ამ ტიპის სერვისს შსს ისევ კომპანია შპს „ენ ჯი თი ჯგუფისგან" ყიდულობს წელიწადში 141 600 ლარად.

სამხრე კამერების ჩანაწერები, დანაშაულთან ბრძოლის პროცესში და სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება იყოს - ქართული პრაქტიკის თანახმად, პოლიციელები, რომლებიც როგორც წესი, საპროტესტო აქციებისას არა მხოლოდ სამხრე კამერებით, პირადი მობილური ტელეფონებითაც იღებენ დემონსტრანტებს, სასამართლოში თითქმის არასოდეს წარადგენენ მტკიცებულებად ამ ჩანაწერებს და მოსამართლეებს არწმუნებენ, რომ მათი კამერები გამორთული იყო ან განზრახ ჰქონდათ შენახული, რომ არ დაზიანებულიყო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG