ბოლო ცნობებით დადასტურებულია 22 ადამიანის სიკვდილი, დაშავებულია 80-მდე მგზავრი.
ამწე რკინიზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოიშალა და მოძრავი მატარებლის ვაგონს დაეცა.
ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზის ცნობით, მატარებელში, რომელსაც სამშენებლო ამწე შეასკდა 195 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა რეალური რიცხვი შესაძლოა განსხვავდებოდეს.
ტაილანდის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის მინისტრმა, ფიპატ რატჩაკიტპრაკარნმა ავარიის მიზეზების „საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი გამოძიების“ ბრძანება გასცა.
ფორუმი