Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა დარსალია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა


აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ.

„ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომელიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ 75 ქვეყნისთვის აწესებდა საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე შეზღუდვას. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო და მისი სამივე მეზობელი ქვეყანა.

75 ქვეყანაში ვიზის გაცემა შეჩერდება 21 იანვრიდან და გაგრძელდება მანამდე, სანამ დეპარტამენტი დაასრულებს სავიზო პროცედურების გადახედვას.

ამასთან, ინსტრუქციების მიხედვით, საკონსულოს წარმომადგენელს უარი უნდა განეცხადებინა ვიზის გაცემაზე მრავალი ფაქტორის, მათ შორის - ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, ინგლისურის ცოდნის, ფინანსური მდგომარეობისა და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების საჭიროების გათვალისწინებითაც კი. ასაკოვანი ან ჭარბწონიანი აპლიკანტებისთვისაც შესაძლოა ეთქვათ ვიზაზე უარი და მათთვისაც, ვისაც სახელმწიფო ფულადი დახმარება ან ინსტიტუციონალიზაცია გამოუყენებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG