Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მედიის ცნობით, ბოლო დროის საპროტესტო აქციებზე 3000 ადამიანი დააკავეს. HRANA-ს მონაცემებით - 18 470


თეირანში დემონსტრაციაზე მოკლული 16 წლის ალირეზა საიედის დასაფლავება ირანის ქალაქ აბდანანში
თეირანში დემონსტრაციაზე მოკლული 16 წლის ალირეზა საიედის დასაფლავება ირანის ქალაქ აბდანანში

ირანში ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 3000 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ 16 იანვარს იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო „თასნიმი“, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით.

ბოლო თითქმის სამი კვირის განმავალობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მთავრობამ ჩაახშო. გავრცელებული ცნობებით, ქალაქებში სიმშვიდეა.

„თასნიმის“ (რომელიც ირანის უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულ ორგანიზაციად ითვლება) ცნობით, 3000 დაკავებულს შორის არიან „შეიარაღებული პირები და მეამბოხეები“ და „ტერორისტული ორგანიზაციების წევრები“.

მასობრივი დემონსტრაციები, რომლებსაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა, 28 დეკემბრიდან დაიწყო თეირანსა და სხვა მრავალ ქალაქში.
უფლებადამცველები იუწყებიან დიდ მსხვერპლზე.

HRANA-ს მონაცემებით, 617 საპროტესტო აქციაზე ირანის 187 ქალაქში, სულ მცირე, 18 470 ადამიანი დააკავეს, ხოლო მოკლულთა დადასტურებული რიცხვი 2 615-ს უდრის.

IHRNGO-ს, ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცავი ჯგუფის მონაცემებით, საყოველთაო საპროტესტო აქციების დაწყებიდან თვრამეტი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 3 428 დემონსტრანტი დაიღუპა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG