Reuters-ის ცნობით, მაკრონმა, რომლის ქვეყანაც დამასკსა და ქურთებს შუამავლობს, 17 იანვარს განაცხადა, რომ შეტევა უნდა შეწყდეს და რომ არც საფრანგეთი და არც ევროკავშირი არ დაუჭერს მხარს ასეთი მიდგომის გაგრძელებას.
„მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია და შეთანხმება უნდა მოხდეს“, - განაცხადა მაკრონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. - „სირიის ერთიანობა და სტაბილურობა ამაზეა დამოკიდებული”.
კვირას, ოფიციალური პირებისა და უსაფრთხოების წყაროების ცნობით, სირიის ჯარებმა იმ შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში, რომელსაც ქურთები მეთაურობენ და რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ქვეყნის უდიდესი - ომარის ნავთობის საბადო და აღმოსავლეთ დეირ-ზორის პროვინციაში კონოკოს გაზის საბადო დაიკავეს, მაშინ როდესაც მოკავშირე არაბული ტომების ძალებმა ერაყთან საზღვრის გასწვრივ ნავთობით მდიდარ ტერიტორიაზე მიაღწიეს წარმატებას.
მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება, რაც ქურთების მეთაურობით მოქმედი ძალებისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა, დაჯგუფებისთვის დიდი დარტყმა იყო.
სირიის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნავთობის შემოსავლის დაკარგვით, რომელსაც ეს რაზმები აკონტროლებდნენ თვითმმართველი რეგიონის შესანარჩუნებლად, სახელმწიფომ ძალიან სასარგებლო რესურსი დაკარგა.
სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მიუღებელია, შეიარაღებული რაზმები აკონტროლებდნენ ქვეყნის მეოთხედს და ფლობდეს მის ძირითად, ნავთობისა და სასაქონლო რესურსებს.
სირიის არმია - მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მას მოუწოდა, შეეჩერებინა წინსვლა - იერიშზეა გადასული სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძირითადად არაბებით დასახლებულ რაიონებში, რომლებსაც სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებენ და ამ ძალებს მხარს უჭერს აშშ.
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, 18 იანვარს ქურთების მეთაურობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალებმა (SDF) ჩრდილოეთ ქალაქ რაქაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
ადამიანის უფლებათა სირიის სამეთვალყურეო ცენტრის ცნობით, ზოგიერთ უბანში SDF-სა და „ადგილობრივი არაბი ტომების მებრძოლებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
ფორუმი