Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი კვირის წინ უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია - სუსი


სუსი: ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სუსი: ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) იუწყება, რომ ქარელის სოფელ დვანთან 13 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მათი სახელები უცნობია - სუსი წერს, რომ „უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, შეგნებულად იკავებდნენ თავს სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, „რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა“.

„არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი“, - წერს უწყების პრესცენტრი.

ამავე წყაროს თანახმად, ხელისუფლება „ხელთ არსებული ყველა რელევანტურ ინსტრუმენტს“ იყენებდა მიზნის მისაღწევად.

სუსი ასევე აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.
  • რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დეკემბრის მეორე ნახევარში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ხაშურის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები კაცი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG