მეათე კლასელი ანდრია ხამაშურიძე 6 თვის წინ გახდა ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრების მხრიდან წამების მსხვერპლი - მეგობარ გოგოსთან ერთად სასეირნოდ წასულს მიტოვებულ შენობაში მოულოდნელად 9 ადამიანი დაესხა თავს, რომელთა ნაწილს დანები, ნაწილს კი პნევმატური იარაღი ქონდა. ანდრიაზე თავდამსხმელები პოლიციამ მალევე დააკავა, 9-დან 6 არასრულწლოვანი იყო - გასულ კვირაში შსს-მ კიდევ 16 ადამიანი დააკავა, კვლავ “ნეონაცისტური ორგანიზაციების” წევრობისა და ადამიანების წამებისთვის.
ფორუმი