რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბევრი პროტესტი იყო „პონტი“ და ეს ამ ქალაქის სისუსტეა“ - ინტერვიუ გურამ მაცხონაშვილთან


გადმოწერა

გურამ მაცხონაშვილი, რეჟისორი და აქტიური მოქალაქე საკუთარ თავს ახალ, კრეატიული დირექტორის ამპლუაში ცდის - მისი პირველი შოუ შემოდგომაზე, რომელიც ბენდ "ქვემეხთან" ერთად გააკეთა, ამ წლის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა. გურამი ამბობს რომ მას "უბოდიშო" ხელოვნების კეთება და სიმწვავე მოსწონს.

თეატრთან დემონსტრაციული "განქორწინების" შემდეგ მის ახალ როლში გადასვლამდე იყო ინტენსიური ჩართულობა პროტესტში და ამ პროტესტის ტრანსფორმაციით უკმაყოფილება, რასაც გურამი "ჟანრის გაუმართლებელ ცვლილებად" მიიჩნევს.

"გამოკითხვაში" თეატრისა და პოლიტიკის გარდა საუბარია ქუჩაზეც, რომელიც გურამის თქმით "რედაქტირებას არ საჭიროებს" და ქალაქზე, როგორც შთაგონების ერთ-ერთ მთავარ სტიმულატორზე. ვლაპარაკობთ სტიმულატორებზეც, რომელსაც თანმიმდევრულ ქმედებებსა და რუტინულ შრომას ვერმიჩვეული საზოგადოება მუდმივად საჭიროებს, როგორც ADHD ტვინი.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG