“რუსეთის მუდმივი მიზანია, ის იყოს ცენტრი და შენ პერიფერია” - ეკა კიკნაძე გენერალ მიხეილ ვორონცოვზე


მიხეილ ვორონცოვი, რუსი მეფისნაცვალი, რომლის ხსოვნაც უფრო დიდხანს ცოცხლობს თბილისში, ვიდრე იმ იმპერიამ იცოცხლა, რომელსაც ის წარმოადგენდა კოლონიზატორის როლში საქართველოში, მკვლევრებმა, ეკა კიკნაძემ და ნანა შარიქაძემ გამოიყენეს როგორც კვლევის საგანი და მიზეზი, საქართველოში რუსეთის კოლონიალიზმის საწყისებთან დასაბრუნებლად.

როგორ იქცა ოპერა და თეატრი დამპყრობელისთვის დაპყრობილებთან დიალოგის ადგილად, როგორ “გადაითარგმნა” სიონი, ქართველებისთვის საკრალური ტაძარი რუსულ ეკლესიად და როგორ იქცა მაშინდელი ელიტების გულის მოსაგებად მოწყობილი სალონები საბოლოოდ ისევ იმპერიის საწინააღმდეგო ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების ადგილებად - ამ თემებს განიხილავს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელისა და კონსერვატორიის ყოფილი რექტორის ავტორობით გამოცემული ახალი წიგნი ვორონცოვის კულტურის პოლიტიკაზე და საქართველოში “ევროპეიზაციის” რუსულ გეგმაზე ვმსჯელობთ გამოკითხვაშიც, ეკა კიკნაძესთან ერთად, რადგან, როგორც ჩვენი სტუმარი ამბობს, კოლონიური წარსულის კვლევა შეიძლება კარგი გზა იყოს თანამედროვე სამყაროში უფრო უსაფრთხო და ჭკვიანური ნავიგაციისთვის.

ფორუმი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG