სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „გამოკითხვაში“ ამბობს, რომ ეს გარკვეულწილად გრანტების კანონში შეტანილი იმ ცვლილებების შედეგია, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების ნებართვის გარეშე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე შესაძლო გავლენის მქონე ნებისმიერი ქმედება უკანონოდ შეიძლება ჩაითვალოს, მათ შორის იმის კვლევაც, რა აღელვებს ხალხს.
მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, ამავე ინტერვიუში ვმსჯელობთ იმაზე, რა სურვილები თუ წუხილები აქვს ხალხს და როგორ უნდა დაახლოვდეს მოსახლეობის და პოლიტიკოსების გზები ერთმანეთთან.
„პარტიების გაუქმების მახინჯ მედალსაც აქვს მეორე მხარე და ეს შეიძლება იყოს ახალი საპროტესტო ენერგიის გაჩენა“ - ამბობს სოციოლოგი, რომელიც თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების ამკრძალავი პროცესი ხელისუფლების იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს და საკუთარ მხარდამჭერებშიც კი სჭირდება თავის მართლება, რატომ დგამს ამ ნაბიჯს.
ფორუმი