„აფხაზეთში არსებული კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, ის ავითარებდა პროგრამას, რომელიც მას საშუალებას მისცემდა მიეღო ინფორმაცია აფხაზეთის დასახლებების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შესახებ“, - წერია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
ამავე უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბრიტანელი კაცი ლაპარაკობს. მისი მონათხრობის მიხედვით, ის 13,5 წელი მუშაობდა ლონდონის პოლიციის დაზვერვის განყოფილებაში და კორუფციის გამო სამსახური დატოვა. ის აფხაზეთში მოხვედრამდე ცხოვრობდა რუსეთშიც.
მისივე სიტყვებით, ის აფხაზეთში ინგლისურს ასწავლიდა - იმის გამო, რომ მის ბრიტანულ პასპორტს ვადა ამოეწურა, ვიზის მიღება ვერ შეძლო.
ბრიტანეთის მოქალაქის აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაძევების გადაწყვეტილება ე.წ. სასამართლომ დღეს, 26 იანვარს მიიღო.
ფორუმი