Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ნაპოვნია დაღუპულის ცხედარი

რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ოდესაში. 2026 წლის 27 იანვარი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი ოდესაში. 2026 წლის 27 იანვარი

უკრაინის ქალაქ ოდესაში, სადაც რუსული დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ 27 იანვარს, შუადღისით განაცხადა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა.

რუსეთის ჯარებმა ოდესას დრონებით გასულ ღამით დაარტყეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 23 მშვიდობიანი მოქალაქე.

სერჰი ლისაკის ინფორმაციით, ქალაქის სამ რაიონში დაზიანებული ან ნაწილობრივ დანგრეულია 40-ზე მეტი სახლი, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ობიექტი და ეკლესია.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ოდესას 50-ზე მეტი დრონით დაარტყა და მთავარი სამიზნეები იყო ენერგეტიკა და სამოქალაქო ობიექტები. ზელენსკის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა ევანგელურ ეკლესიას.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, გასულ ღამით დრონებით დარტყმა იყო ლვოვის, დნეპროპეტროვსკის, სუმის და ხარკოვის ოლქებზეც, მოწინააღმდეგემ საერთო ჯამში, 165 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა და მთავარი სამიზნე ისევ ენერგეტიკული და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყოველი ასეთი შეტევა დარტყმაა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევაზე. უკრაინის პრეზიდენტმა მათ კვლავ მოუწოდა მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლისკენ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG