ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა.
გამოცემის თანახმად, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში იპოვეს.
კიდევ ერთი გამოცემა, „ბათუმელები“, წერს, რომ გარდაცვლილების ცხედრები სახლის მიმდებარედ, სხვადასხვა მხარეს იპოვეს.
პირველადი ცნობებით, გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ფორუმი