მათ მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„დღეს ვლადიმერმა და ალინამ საქართველო დატოვეს და უკვე მესამე ქვეყანაში იმყოფებიან. მათი უსაფრთხოების მიზნით, კონკრეტულ ქვეყანას არ ვამხელთ“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ტელეგრამ არხს.
ამავე წყაროს თანახმად, - რაც რადიო თავისუფლებას დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია, - „26 იანვარს, საღამოს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვლადიმერ დუბოვსკის რუსეთში დეპორტაცია აკრძალა.
მათი დაკავების შემდეგ, 26 ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ დუბოვსკი და სალევიევა დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე და მათ „ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა“.
- გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით უკანონოდ „შემოიჭრნენ“ ქვეყანაში და ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ.
- დუბოვსკიმ და საველიევამ რამდენჯერმე სთხოვეს თავშესაფარი შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს, თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ისინი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ.
ორივე აქტივისტი რუსეთში ძებნილია: ვლადიმირ დუბოვსკის ტერორიზმს ედავებიან, როგორც ლიდერს ორგანიზაციისა, რომელიც შესაბამის სიაშია შეტანილი, ხოლო ალინა საველიევას - „არმიის შესახებ ფეიკების გავრცელებას“.
2025 წლის 28 ნოემბერს სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იანვრის ბოლომდე.
როგორც „ეხო კავკაზა“ წერდა, 2026 წლის 23 იანვარს ისინი წინასწარი პატიმრობიდან გამოუშვეს, თუმცა გათავისუფლების შემდეგ ისინი მაინც ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
ტელეგრამ-არხ Зелений Клин — моя батьківщина-ს ინფორმაციით, აქტივისტები დაუყოვნებლივ დააკავეს მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა და ე.წ. საიმიგრაციო ციხეში გადაიყვანეს.
ფორუმი