Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას გადასცა კიდევ 1000 დაღუპულის ცხედრები

რუსეთის და უკრაინის მიერ ერთმანეთისთვის დაღუპულთა ცხედრების გადაცემას ითვალისწინებს მხარეებს შორის 2025 წლის მაის-ივლისში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება
რუსეთის და უკრაინის მიერ ერთმანეთისთვის დაღუპულთა ცხედრების გადაცემას ითვალისწინებს მხარეებს შორის 2025 წლის მაის-ივლისში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება

რუსეთმა სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში უკრაინას გადასცა 1000 დაღუპული სამხედროს ცხედრები. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს ტელეგრამ-არხზე დაწერა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ. მისივე ცნობით, რუსეთს გადაეცა 38 დაღუპული მეომრის ცხედრები.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა, რომელიც სამხედრო ტყვეების საკითხებზე მუშაობს, დაადასტურა, რომ დღეს უკრაინაში დააბრუნეს 1000 დაღუპულის ცხედრები, რომლებიც „რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელი დამცველებისაა“.

ცხედრების გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით მოხდა. უკრაინის ექსპერტიზის სამსახური ცხედრების იდენტიფიკაციას დაიწყებს.

რუსეთისა და უკრაინის მიერ ერთმანეთისთვის სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გადაცემას ითვალისწინებს მხარეებს შორის 2025 წლის მაის-ივლისში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, ამ შეთანხმების საფუძველზე უკრაინამ დაიბრუნა 6000-ზე მეტი დაღუპულის ცხედრები.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 70 000-ზე მეტი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG