Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და დემოკრატები ცდილობენ, თავიდან აიცილონ მთავრობის ე.წ. შატდაუნი, სენატში დაფინანსების კანონპროექტი ჩავარდა

აშშ-ის სენატის დემოკრატი წევრები 29 იანვარს წინ აღუდგნენ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფდა მთავრობის ბევრი სფეროს დაფინანსებას მეორე დღეს ვადის გასვლის შემდეგ.

ისინი ამავე დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ იმიგრაციის კანონის გატარების აგრესიული ზომების შეზღუდვის გარშემო.

თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მთავრობა შესაძლოა იძულებული გახდეს, ნაწილობრივ შეწყვიტოს საქმიანობა 31 იანვრის შემდეგ. ორივე მხარის წყაროებმა განაცხადეს, რომ ისინი წინსვლას აღწევენ, რადგან ცდილობენ თავიდან აიცილონ ეს შედეგი.

„ძალიან კონსტრუქციული დისკუსიები და საუბრები იყო, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე და ამიტომ, მოდით, ვთქვათ, რომ იმედი მაქვს“, - განუცხადა სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა ჯონ თუნმა ჟურნალისტებს.

ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ორპარტიული გზით იმუშავებს, რათა თავიდან აიცილოს "შატდაუნი".

გასულ შაბათ-კვირას მინეაპოლისში იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთი ამერიკელი მოქალაქის მოკვლას მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება. სენატის წევრი დემოკრატები მოითხოვენ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურებისთვის (ICE) ახალ შეზღუდვებს, მათ შორის, მოძრავი პატრულირების შეწყვეტას, ნიღბის ტარების აკრძალვასა და სხეულზე კამერების ტარებას.

შემთხვევას ფართო აღშფოთება მოჰყვა და ტრამპის ადმინისტრაცია აიძულა, ეზრუნა რეგიონში ვითარების განმუხტვისთვის.

29 იანვარს სენატის 47-ვე დემოკრატმა და რვა რესპუბლიკელმა დაბლოკეს ICE-სა და რამდენიმე სხვა ფედერალური სააგენტოს დაფინანსების კანონპროექტი. კენჭისყრამ აჩვენა ტრამპის ზოგიერთი რესპუბლიკელი მოკავშირის მხრიდან ICE-ს მოქმედების ტაქტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG