საბჭოს შემადგენლობიდან ასევე გარიცხეს რუსეთის ტელე და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომპანიის (ВГТРК) დირექტორი, ოლეგ დობროდეევი, კინოსტუდია "სოიუზმულტფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გორკის სახელობის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი, იულოან სლაშჩევი, კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვლადიმირ ტოლსტოი, კინომცოდნე ნატალია მოკრიცკაია, ასევე პროდიუსერები - ედუარდ ილოიანი, ანდრეი მალიშევი და ვალერი ფედოროვიჩი.
საბჭოში შეიყვანეს 13 პირი - მათ შორის თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, ვლადიმირ მაშკოვი, "ტეატრ ნაციის" დირექტორი, ევგენი მირონოვი, "ცენტრალ პარტნერშიპის" გენერალური დირექტორი, ვადიმ ვერეშჩაგინი.
2021 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებების საბჭოს შეხვედრაზე კონფლიქტი მოხდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ სოკუროვს შორის - ეს უკანასკნელი თავის გამოსვლაში ამბობდა, რომ ქვეყანაში ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა, რომ ამ პრობლემების დამალვა დაუშვებელია. მოგვიანებით სოკუროვმა ბოდიში მოიხადა ამ კონფლიქტის გამო და თქვა, რომ მას ემუქრებოდნენ.
2023 წლის მაისში სოკუროვმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ Forbes-ის რუსულ გამოცემას და თქვა, რომ კულტურაზე ხელისუფლების ზეწოლა ამჟამად უფრო მკაცრია, ვიდრე საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო.
ფორუმი