„ახლახანს მივიღე ჩვენი მოლაპარაკებების გუნდის ანგარიში. განისაზღვრა მომდევნო სამმხრივი შეხვედრების თარიღები: 4 და 5 თებერვალი, აბუ-დაბი. უკრაინა მზად არის საგნობრივი საუბრისთვის და დაინტერესებულია, რომ შედეგმა მიგვიყვანოს ომის რეალურ და ღირსეულ დასრულებასთან. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“, - წერს ის პლატფორმა X-ზე. მან სოციალურ ქსელებში.
რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პირველ თებერვალს გაიმართებოდა.
პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების აბუ-დაბიში შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპისთვის. მედია წერდა, რომ მხარეებმა, მათ შორის, განიხილეს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა და "ასეთ შეხვედრასთან ახლოს არიან".
აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი. ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივენ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი.
უკრაინულმა მხარემ აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გამართულ მოლაპარაკებას „პოზიტიური“ და „კონსტრუქციული“ უწოდა.
გამოცემა Axios-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით 24 იანვარს დაწერა, რომ განხილული იყო რუსეთის პრეტენზია დონბასზე, დავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამო და დეესკალაციისთვის ორივე მხრიდან საჭირო ნაბიჯები, მოლაპარაკება „პროდუქტიული“ იყო, მხარეები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ და არცერთი საკითხის განხილვას არ გაურბოდნენ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მოლაპარაკების მეორე დღის ბოლოს „რაღაც მომენტში ყველანი თითქმის მეგობრებივით გამოიყურებოდნენ“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 იანვარს საღამოს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ აბუ-დაბიში ამერიკულ და რუსულ მხარეებთან მოლაპარაკების შესახებ უკრაინის დელეგაციის მოხსენებით განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხების სპექტრი, პირველ ყოვლისა, სამხედრო საკითხების, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად და საუბარი იყო დღემდე გადაუწყვეტელ პოლიტიკურ საკითხებზეც.
ფორუმი