Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აშშ-ის გაფრთხილების შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა დემონსტრანტი. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანთან მორიგება მოხდება

დაკავებული ირანელი დემონსტრანტი, ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, განაცხადა მისმა ადვოკატმა 1 თებერვალს. მანამდე შეერთებულმა შტატები გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისლამურ რესპუბლიკას დაარტყამდა, თუ ანტისამთავრობო დემონსტრანტს სიკვდილით დასჯიდნენ.

დაკავებული ირანელი დემონსტრანტი, ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, განაცხადა მისმა ადვოკატმა 1 თებერვალს.
მანამდე შეერთებულმა შტატები გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისლამურ რესპუბლიკას დაარტყამდა, თუ ანტისამთავრობო დემონსტრანტს სიკვდილით დასჯიდნენ.

თეირანმა ადრე განაცხადა, რომ მისთვის სიკვდილი არასდროს მიუსჯიათ, და რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სიკვდილით დასჯას
არ ითვალისწინებდა.

საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი მუქარის ფონზე ახლო აღმოსავლეთში არმიის ქვედანაყოფები გააგზავნა.

26 წლის დემონსტრანტის სოლთანი იანვარში დააკავეს ირანის სასამართლოს მიერ ირანის ისლამური სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედების ბრალდებით.
ირანში დემონსტრაციები ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო, თუმცა მასობრივ ანტისამთავრობო მოძრაობაში გადაიზარდა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1 თებერვალს ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციები „გადატრიალებას“ შეადარა და გაფრთხილება გამოთქვა, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმა რეგიონულ ომს გამოიწვევდა.

ალი ხამენეის ნათქვამის საპასუხოდ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ცხადია, ის ამას იტყოდა" და იქვე განაცხადა: "იმედი მაქვს, შევთანხმდებით. თუ მორიგება არ მოხდა, შევიტყობთ, მართალი იყო [ალი ხამენეი] ის თუ არა" - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.



CNN-თან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ, განაცხადა, რომ შეშფოთებულია „შეცდომების“ გამო და დასძინა, რომ ტრამპი „საკმარისად ბრძენია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“.

მან თქვა, რომ ირანმა დაკარგა შეერთებული შტატების, როგორც მოლაპარაკების პარტნიორის მიმართ ნდობა და რომ რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა შუამავლების როლს ასრულებს ნდობის აღსადგენად.

თეირანმა აღიარა საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანის დაღუპვა და გამოაქვეყნა 2986 პირის სია იმ 3117 ადამიანისგან, რომლებიც ხელისუფლების თქმით, არეულობის დროს დაიღუპნენ.

131 ადამიანი ჯერ კიდევ არ
არის იდენტიფიცირებული, მაგრამ მათ შესახებ დეტალები მალე გამოქვეყნდება, ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უმეტესობა უსაფრთხოების ძალების წევრები და უდანაშაულო გამვლელები იყვნენ, ძალადობას „ტერორისტულ აქტებს“ უწოდებს.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ მისი მონაცემებით დასტურდება 6713 მოკლული - ძირითადად დემონსტრანტები.

საპროტესტო აქციების ჩახშობის საპასუხოდ ევროკავშირმა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ირანელმა კანონმდებლებმა 1 თებერვალს საპასუხო ნაბიჯად გამოაცხადეს, რომ ევროპული არმიები შეიტანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

გაურკვეველია, რა უშუალო გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას.

უფრო ადრე Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ „ისინი ჩვენთან საუბრობენ - სერიოზულად საუბრობენ“. ამ ეტაპზე, უცნობია, რა ფორმატითა და რა პირობებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
აშშ-ის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანი თავის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე შეთანხმებას ისურვებს იმის ნაცვლად, რომ სამხედრო მოქმედებების სამიზნე გახდეს.
ამასობაში, თეირანმა განაცხადა, რომ მზადაა ბირთვულ მოლაპარაკებებისთვის, თუ მისი სარაკეტო და თავდაცვითი შესაძლებლობები დღის წესრიგში არ იქნება.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა შაბათს, მისი ოფისის ცნობით, ეგვიპტელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „ომი არც ირანის, არც შეერთებული შტატების და არც რეგიონის ინტერესებში არ იქნება.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG