თბილისში ჩამოსული ორივე ამერიკული სამხედრო ხომალდი ტვირთის გადამზიდის ფუნქციის მატარებელია. FlightRadar24-ის მონაცემებით, ორივე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ორ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იყო გაჩერებული.
რა ვიცით მათ მარშრუტებზე:
- MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისში გამოფრენამდე გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ის ავიაბაზაზე საათ-ნახევრიანი შეჩერების შემდეგ, ბუქარესტში ჩაფრინდა. თბილისის შემდეგ სად წავიდა, არ ჩანს, მაგრამ 31 იანვარს შტუტგარტის აეროპორტში ახორციელებს შემდეგ ფრენას.
- FlightRadar24-ზე არ ჩანს, თბილისის დატოვების შემდეგ რა მიმართულებით გაფრინდა C-130J ტიპის სუპერ ჰერკულესი, რომელიც თბილისში 2 თებერვლის ღამეს ჩამოვიდა რამშტაინის სამხედრო ბაზიდან.
ფორუმი