კომპანია, მეტროს ვაგონების შეკეთებაზეა პასუხისმგებელი.
პროკურატურის თანახმად, გამოძიების ფარგლებში 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.
გამოძიების დაწყების საფუძვლად კი პროკურატურა, შესაძლო დანაშაულის შესახებ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსულ წერილს და შემოწმების მასალებს ასახელებს.
კომპანიის დირექტორია გელა ძიძიკაშვილი.
ის სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორად 2015 წელს დაინიშნა - ამ კომპანიის გარდა ძიძიკაშვილს ინტერესები აქვს 10-მდე სხვა კომპანიაში. 2017 წლის აგვისტოში მან მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა.
ძიძიკაშვილი 2010 წლიდან არის კომპანია “გეორგიას” 100%-იანი წილის მფლობელიც - სწორედ ამ კომპანიის გავლით ყიდულობდა საქართველოს რკინიგზა რუსული Уральские локомотивы-სგან 184 მილიონი ლარის ელმავლებს 2023 წელს გამოცხადებული ტენდერით.
Уральские локомотивы-ი რუსული Sinara Group-ის ნაწილია, მისი ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი პუმპიანსკი კი სანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, კანადის და ახალი ზელანდიის მიერ.
ფორუმი