Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთმა უკრაინის ქალაქი დრუჟკოვკა დაბომბა, მოკლულია 7 ადამიანი

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის დაბომბვის შედეგები დრუჟკოვკაში. 2 აგვისტო, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის დაბომბვის შედეგები დრუჟკოვკაში. 2 აგვისტო, 2025.

4 თებერვალს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი დრუჟკოვკა დაბომბეს, განაცხადა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა. მისი თქმით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.

„რუსებმა ქალაქი კასეტური ბომბებით დაბომბეს, დაარტყეს პირდაპირ ბაზარს, სადაც დილით ყოველთვის დიდი ხალხმრავლობაა“, წერს ფილაშკინი ტელეგრამაში. „ეს კიდევ ერთი მიზანმიმართული სამხედრო დანაშაულია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ რუსეთის ყოველგვარი მტკიცება არაფრად ღირს. ამ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი“.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, რომ დაღუპულთა ასაკი 43-დან 81 წლამდეა, ხოლო დაჭრილებისა - 50-დან 72 წლამდე. გარდა ამისა, მისი თქმით, ოთხშაბათს რუსეთის ჯარებმა დრუჟკოვკაზე ორი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, რამაც დააზიანა სამრეწველო ზონა, სამი მაღალსართულიანი შენობა და სამი კერძო სახლი. ფილაშკინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას დონბასიდან ევაკუაციისკენ. დრუჟკოვკის დაბომბვა იმ დღეს მოხდა, როდესაც აბუ-დაბიში დაიწყო უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შესაძლო დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

დრუჟკოვკა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის მახლობლად მდებარეობს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში რუსეთის ჯარები მას ინტენსიურად ბომბავენ, რადგან, კრამატორსკთან და სლავიანსკთან ერთად, ის ნაწილია ე.წ. „ციხესიმაგრეების სარტყლისა“ - კარგად გამაგრებული ქალაქების სისტემისა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება. სწორედ ამ ქალაქებიდან ცდილობს რუსეთის არმია ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოდევნას, რათა დონეცკის ოლქი სრულად გააკონტროლოს. ადგილობრივი მაცხოვრებლები და სამხედროები იუწყებიან, რომ დრუჟკოვკის მიღმა იწყება „სიკვდილის ზონა“, სადაც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG