Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გერმანელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან და ბერლინს „ჯაშუშომანიაში“ ადანაშაულებს

მოსკოვი უარყოფს, რომ ის დგას იმის უკან, რასაც დასავლური დაზვერვის წარმომადგენლები ევროპაში დივერსიულ კამპანიას უწოდებენ.
მოსკოვი უარყოფს, რომ ის დგას იმის უკან, რასაც დასავლური დაზვერვის წარმომადგენლები ევროპაში დივერსიულ კამპანიას უწოდებენ.

რუსეთმა 5 თებერვალს გერმანელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, გასულ თვეში ბერლინის მიერ რუსი დიპლომატის უსაფუძვლო გაძევების საპასუხოდ, და განაცხადა, რომ გერმანია „ჯაშუშომანიითაა“ შეპყრობილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან მოსკოვში გერმანიის საელჩოს ხელმძღვანელი დაიბარა, რათა ოფიციალური პროტესტი გამოეთქვა რუსი დიპლომატის მიმართ ბერლინის მოპყრობის გამო. მან განაცხადა, რომ გერმანიის ბრალდება იმის შესახებ, რომ გაძევებული რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში იყო ჩართული, ყალბი და „დაბალი დონის პროვოკაციაა“.

„აღინიშნა, რომ ბერლინის ოფიციალური ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ ჯაშუშობის შესახებ წაყენებული ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და შეთხზულია გერმანიაში, გერმანიის ხელისუფლების მიერ აგორებული „ჯაშუშომანიის“ სულისკვეთებით“, - ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ბრუნეიში ვიზიტის დროს გამოსვლისას, მოსკოვი დიპლომატიის ნაცვლად გაუმართლებელი საპასუხო ზომების გამოყენებაში დაადანაშაულა.

„გერმანელი დიპლომატის რუსეთიდან გაძევება სრულიად უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელია“, - თქვა მან და დასძინა: „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შემდგომი ზომები“.

ვადეფულმა განაცხადა, რომ აღნიშნული დიპლომატი გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს თანამშრომელი იყო.

ევროპის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან მზარდ საფრთხეზე - ისინი ცდილობენ, შეაფერხონ უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნების დახმარება.

2 თებერვალს ბრიტანეთმა ასევე გააძევა რუსი დიპლომატი, რაც, მისი თქმით, საპასუხო ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატი გააძევა და ის გამოუცხადებელ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

მოსკოვი უარყოფს, რომ ის დგას იმის უკან, რასაც დასავლური დაზვერვის წარმომადგენლები ევროპაში დივერსიულ კამპანიას უწოდებენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG