Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის განცხადებით, აშშ-მ და რუსეთმა ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე უნდა მოილაპარაკონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებმა და რუსეთმა, ახალ ბირთვულ ხელშეკრულებზე უნდა მოილაპარაკონ, მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელების ნაცვლად.

New Start-ის სახელით ცნობილ შეთანხმებას ვადა 5 თებერვალს გაუდის.

თუ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება არ მოხდება, ქობინების მარაგებზე ათწლეულების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს.

„New START-ის (აშშ-ის მიერ ცუდად მიღწეული შეთანხმება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უხეშად ირღვევა) გაგრძელების ნაცვლად, ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს ბირთვულ ექსპერტებს, შეიმუშაონ ახალი, გაუმჯობესებული და მოდერნიზებული ხელშეკრულება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმოქმედებს“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე.

კრემლმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს სტრატეგიული ბირთვული სტაბილურობისადმი პასუხისმგებლობით
მიდგომას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ საკითხში მოსკოვი, „როგორც ყოველთვის, პირველ რიგში თავისი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს“.

2025 წლის შემოდგომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კრემლი მზად იყო, SNV-III-ის - იმავე New START-ის - ხელშეკრულება მისი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაეცვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებიც აიღებდა მსგავს ვალდებულებებს.

New Start-ს ხელი მოაწერეს პრაღაში 2010 წლის აპრილში. ის ძალაში შევიდა 2011 წელს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG