„კომერსანტის“ ცნობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკითხვაზეა, ხოლო წინასწარი პატიმრობის შესახებ მოსმენა კვირას, 8 თებერვალს არის მოსალოდნელი. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით.
Telegram-ის არხები Mash-ი და Baza აცხადებენ, რომ პირი, ვინც გენერალს ესროლა, „დუბაიდან ჩამოჰყავთ“.
Telegram-ის არხების ცნობით, დაკავებულია თანამზრახველიც. ეჭვმიტანილის ვინაობის ან თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
გენერალს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია და გონს მოვიდა - გაავრცელა ცნობა უკრაინის „ვერხოვნა რადის“ ყოფილმა წევრმა ოლეჰ ცარიოვმა, რომელიც, სავარაუდოდ, ალექსეევის კარგი მეგობარია.
გენერალ ალექსეევზე თავდასხმა პარასკევს, 6 თებერვალს, დილით, მის მოსკოვში მდებარე სახლში მოხდა. დაახლოებით დილის 7:00 საათზე გენერალი თავისი ბინიდან სამსახურში წასასვლელად გავიდა. სადარბაზოში ალექსეევი უცნობ პირს შეეჩეხა, რომელმაც, სავარაუდოდ, კურიერად გაასაღა თავი და ასე შეაღწია შენობაში. თავდამსხმელმა ალექსეევს ესროლა და გენერალი ხელ-ფეხში დაჭრა, ხოლო როდესაც მსხვერპლმა პისტოლეტის წართმევა სცადა, ის გულმკერდის არეშიც დაჭრა.
უკრაინელი ოფიციალური პირები ალექსეევის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. რუს გამომძიებლებს რაიმე ვერსია წამოუყენებიათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინციდენტს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და თქვა, რომ ეს მოლაპარაკებების ჩაშლისა და სამართლიანი მოგვარების კურსიდან აშშ-ის აცდენის მცდელობაა. Novini.LIVE უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გენერლის მკვლელობის მცდელობა ასევე შეფასებულია, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა, თუმცა ეს რუსული მხარის მიერ განხორციელებული მცდელობაა.
The Washington Post-ის წყაროების ცნობით, დასავლური სადაზვერვო სააგენტოები არ სჯერათ, რომ უკრაინა ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში იყო ჩართული.
„უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა წარსულშიც განახორციელეს მსგავსი თავდასხმები, მაგრამ ახლა მათი მხრიდან ამის გაკეთება სრული უგუნურება იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა მაღალი რანგის თანამშრომელმა.
ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო მოკლეს.
ფორუმი