მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში 7 თებერვალს გუნდური ასპარეზობა გაგრძელდა.
მოკლე პროგრამაში საქართველოს სახელით ყინულზე იყო ნიკა ეგაძე, რომლის გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.
6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინა, ხოლო ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა.
7 თებერვლის შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა და პირველად ისტორიაში ფინალის საგზური მოიპოვა.
პირველ ხუთეულში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აქვთ ამერიკელ სპორტსმენებს. მათ მოსდევენ იაპონიის, იტალიის და კანადის წარმომადგენლები.
ზამთრის ოლიმპიადის 7 თებერვლის შედეგებით, ყველაზე მეტი - სამი მედალი, თითო-თითო - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს იტალიის, იაპონიის და ნორვეგიის წარმომადგენლებმა.
ფორუმი