სომხეთმა და აშშ-მა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანმა შეთანხმება გააფორმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან, რომელიც სომხეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
სააგენტო DPA-ს შეფასებით, ეს მილიარდობით დოლარის ოდენობის შეთანხმება არის ნიშანი იმისა, რომ აშშ შედის უწინ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სივრცეში - სომხეთს ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას მოსკოვი აწვდიდა.
შეთანხმება შესაძლებელს ხდის აშშ-ის 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიის ექსპორტს, ასევე ბირთვული საწვავის კონტრაქტებს 4 მილიარდი დოლარის მოცულობით - განაცხადა ვენსმა ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო DPA.
აშშ-ს აქვს სომხეთის ნდობა საიმისოდ, რომ მას ახალი ტექნოლოგიები მიაწოდოს - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
სამხედრო დახმარების სახით, აშშ სომხეთს მიაწვდის V-BAT-ის ტიპის სადაზვერვო დრონებს.
ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიური ტურნე ითვალისწინებს ვიზიტს აზერბაიჯანშიც.
2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის - ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო.
ფორუმი