11 თებერვალს ტელეკომპანია CBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ექვსი მოკლული უშუალოდ სკოლის შენობაში იპოვეს, ორი ინციდენტთან კავშირის მქონე ადგილზე, ერთი დაჭრილი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეათე თავდამსხმელია, რომელმაც თავი მოიკლა. კანადის მედიასაშუალებების ცნობით, ის ქალი იყო.
სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შედეგად დაჭრილია სულ მცირე 25 ადამიანი. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მომხდარს ძალადობის საზარელი აქტი უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
ფორუმი