- ჩაფხუტზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების, მათ შორის წინა წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა ფოტოებია.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან ჰერასკევიჩის ჩამოშორების გადაწყვეტილება დღეს, 12 თებერვალს გამოაცხადა.
ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ოლიმპიადაში ჰერასკევიჩის მონაწილეობა ძალიან სურდათ, ამიტომ კომიტეტის წარმომადგენლებმა როგორც წერილობით, ისე არაერთხელ შეხვედრისას განუმარტეს, რომ მსგავსი ჩაფხუტი არ შეესაბამება ოლიმპიურ ქარტიას და სპორტსმენთა თვითგამოხატვის წესებს, ამიტომ შესთავაზეს ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის შავი სამკლავური და ჩაფხუტის საჯაროდ დემონსტრირება ასპარეზობების შემდეგ, რასაც ჰერასკევიჩი არ დასთანხმდა.
კომიტეტის თანახმად, უკრაინელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ დღეს, 12 თებერვალს, ამ ჩაფხუტთ იასპარეზებდა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს, შეჯიბრების წინ კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი კოვენტრი პირადად შეხვდა უკრაინელ სპორტსმენს და კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ განუმარტა, თუმცა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვა.
ჯერ კიდევ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დღევანდელ განცხადებამდე ვლადისლავ ჰერასკევიჩმა უარყო, რომ ოლიმპიადის წესებს არღვევს.
უკრაინელი სპორტსმენის თანახმად, შეუძლებელია „ხსოვნის ჩაფხუტზე“ ითქვას, რომ ეს ქარტიით აკრძალული პოლიტიკური პროპაგანდა, დისკრიმინაცია ან რასიზმია.
„ეს ჩვენი ღირსების ფასია", - დაწერა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა სოციალურ ქსელებში 12 თებერვალს, როცა ცნობილი გახდა გადაწყვეტილება ოლიმპიადიდან მისი მოხსნის შესახებ.
ვლადისლავ ჰერასკევიჩი უკრაინის ოლიმპიური ნაკრების მედროშე იყო ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც 6 თებერვალს მილანში გაიმართა.
ფორუმი