ცნობას მოსკოვიდან ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
მარია ლვოვა-ბელოვამ დასძინა, რომ ერთი ბავშვი რუსეთში დაბრუნდება, ხოლო ხუთი - უკრაინაში დაუბრუნდება ოჯახებს.
აშშ-ის პირველმა ლედიმ გასული წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილი მისწერა ომის შედეგად ოჯახებისგან გამოყოფილი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის შესახებ.
უკრაინა რუსეთს ათასობით ბავშვის გატაცებაში ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.
ლვოვა-ბელოვამ Telegram-ის შეტყობინებების აპლიკაციაში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს „ურყევი ერთგულებისა და ბავშვების ოჯახებთან გაერთიანებაში აქტიური მონაწილეობისთვის“.
2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
ფორუმი