Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ გრანტის მართვის სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან მოხსნა და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

ფოტოკოლაჟი: თამარ ზოდელავა და ირაკლი კობახიძე
ფოტოკოლაჟი: თამარ ზოდელავა და ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გრანტების მართვის სააგენტოს“ დირექტორი, თამარ ზოდელავა თანამდებობიდან მოხსნა და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნა. შესაბამისი ბრძანება მან 21 იანვარს გამოსცა.

  • „გრანტის მართვის სააგენტო“ გასული წლის 15 აპრილს შეიქმნა - მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ინიცირებით სადავო პარლამენტმა არაერთი ისეთი კანონი მიიღო, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან და დონორებისგან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების მიღებას უკრძალავს;
  • სააგენტოს უფროსად დაინიშნა თამარ ზოდელავა - 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. ის ასევე იყო ვროსაბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი;
  • სააგენტოს უფროსის ყოველთვიური ხელფასი 10 585 ლარია. საქართველოში საშუალო ხელფასს (2060 ლარია) გაცილებით აღემატება თავმჯდომარის მოადგილის (8760 ლარი) და დეპარტამენტის უფროსის (7300 ლარი) ხელფასები.

ირაკლი კობახიძემ სააგენტოს ახალ დირექტორად თათია ნანეიშვილი 21 იანვარს დანიშნა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა სააგენტოს ფეისბუკგვერდზე. სააგენტოს არ აქვს ვებსაიტიც.

გასულ წელს, 2025 წლის 8 თვეში, სააგენტოს ბიუჯეტი 510 200 ლარი იყო. აქედან 253 200 ლარი ხელფასებზე მოდიოდა. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს როგორც სააგენტოს შექმნასა და მუშაობაზე, ასევე თავად გრანტებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG