Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტულმა სასამართლომ უარყო უკრაინელი სკელეტონისტის სარჩელი IOC-ის წინააღმდეგ

ვლადისლავ ჰერასკევჩი. კორტინა, 10 თებერვალი, 2026.
ვლადისლავ ჰერასკევჩი. კორტინა, 10 თებერვალი, 2026.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) უარყო უკრაინელი სპორტსმენის, სკელეტონისტ ვლადისლავ ჰერასკევიჩის სარჩელი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) და ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის წინააღმდეგ. სპორტსმენმა გაასაჩივრა დისკვალიფიკაცია მისი „ხსოვნის ჩაფხუტის“ გამო.

„ვადასტურებთ, რომ გამოხატვის თავისუფლება დაშვებულია ოლიმპიადაზე, მაგრამ არა შეჯიბრების ადგილას. მოსამართლემ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები და მიიღო გადაწყვეტილება IOC-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად“, განაცხადა CAS-ის გენერალურმა მდივანმა მეთიუ რიდმა.

12 თებერვალს IOC-მ დისკვალიფიკაცია გაუკეთა ჰერასკევიჩს და აუკრძალა მას ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა იმის გამო, რომ სპორტსმენი არ დაემორჩილა გადაწყვეტილებას, რომელიც მას უკრძალავს ჩაფხუტის ტარებას, რომელზეც რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებია გამოსახული. IOC-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა უწყებას, რომლის ჩვენებაც სურდა სპორტსმენს, არამედ თავად წესების დარღვევის ფაქტს.

ჰერასკევიჩმა განაცხადა, რომ მას არანაირი წესი არ დაურღვევია და „აქვს სრული უფლება, რომ ამ ჩაფხუტით იასპარეზოს, ისევე როგორც სხვა სპორტსმენებმა, რომლებმაც ბოლო დღეებში მსგავსი რამ გააკეთეს“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩაფხუტს „არა აქვს პოლიტიკური კონოტაცია“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მადლობა გადაუხადა სპორტსმენს „მისი მკაფიო პოზიციისთვის“. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არღვევს ოლიმპიურ პრინციპებს, მათ შორის თამაშების დროს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებით. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ზელენსკიმ ჰერასკევიჩს თავისუფლების ორდენი გადასცა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ სპორტსმენი დაჯილდოვდა „უკრაინელი ხალხისადმი თავდადებული სამსახურისთვის, სამოქალაქო გამბედაობისთვის და თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების იდეალების დაცვაში გამოჩენილი პატრიოტიზმისთვის“.

ჰერასკევიჩის დისკვალიფიკაცია ასევე დაგმო სხვა ქვეყნების ბევრმა ლიდერმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG