Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში სავარაუდო საბოტაჟის გამო მატარებლების მიმოსვლა შეფერხდა ოლიმპიადის დღეებში

რკინიგზის სადგური ფლორენციაში - საილუსტრაციო ფოტო
რკინიგზის სადგური ფლორენციაში - საილუსტრაციო ფოტო

14 თებერვალს იტალიის ცენტრალურ არეალში მატარებლების მოძრაობის შეფერხება მოხდა. ვარაუდობენ, რომ ეს კიდევ ერთი საბოტაჟური აქტია ოლიმპიური თამაშების პერიოდში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იმართება.

შაბათს შეფერხებები იყო სარკინიგზო მიმოსვლაში იტალიის სამხრეთში - ნეაპოლსა და რომს შორის.

მატარებლების მოძრაობის განრიგი დაირღვა ჩრდილოეთისკენ - ფლორენციისკენ მიმავალ ხაზზე.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა, მატეო სალვინიმ დაგმო ინციდენტების უკან მდგომი პირები. ქსელში მსგავსი პრობლემები ერთი კვირის წინაც იყო და კვირის შუა დღეებშიც.

6-დან 22 თებერვლამდე იტალია მასპინძლობს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში.

„ეს არის სიძულვილით სავსე დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც მიმართულია მშრომელების და იტალიის წინააღმდეგ“, - თქვა სალვინიმ განცხადებაში.

„ვიმედოვნებ, რომ არავინ დააკნინებს ან არ შეეცდება გაამართლოს ეს დანაშაულები, რომლებიც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს “, - დასძინა მან.


იტალიელი გამომძიებლები რომსა და ნეაპოლს შორის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობის მონაკვეთზე დამწვარ კაბელებს და დედაქალაქსა და ფლორენციას შორის ვანდალიზმის კიდევ ორ შესაძლო აქტს იძიებს.

ანარქისტულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა 7 თებერვალს ზამთრის თამაშების პირველ დღეს, ქსელზე თავდასხმისთვის, როდესაც ბოლონიის მახლობლად რკინიგზის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც საქალაქთაშორისო და რეგიონული ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა შეაფერხა რამდენიმე საათით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG