Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ მასირებული იერიში განხორციელდა კრასნოდარის მხარეზე, მათ შორის სოჭზე

ნავთობის ტერმინალი ტამანში
ნავთობის ტერმინალი ტამანში

წუხელ რუსეთის კრასნოდარის მხარეზე მასირებული იერიში განხორციელდა. დაზარალდა სოფელი ვოლნა, ქალაქი სოჭი, სოფელი იუროვკა ანაპის მახლობლად - ამის შესახებ კვირას განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა.

სოფელ ვოლნაში მდებარეობს შავი ზღვის პორტი ტამანი, რომელიც აქამდე არაერთხელ დაიბომბა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაადასტურა, რომ იერიში იქნა მიტანილი ტამანში მდებარე ნავთობტერმინალზე. ზარალის მასშტაბი დგინდება.

კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარს, საწყობსა და ტერმინალებს, დაშავდა ორი ადამიანი.

სოჭის მერმა ანდრეი პროშუნინმა განაცხადა, რომ ქალაქზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივი და მასირებული იერიში. მისი სიტყვებით, შავი ზღვის აკვატორიის თავზე საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა გაანადგურეს ათობით უპილოტო საფრენი აპარატი. „ამ მომენტისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნგრევა თავიდან იქნა აცილებული“, დაწერა მერმა ტელეგრამში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წუხელ და კვირას დილით ჩამოგდებულია 156 უპილოტო საფრენი აპარატი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG