Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში დააკავა სანქციების სიაში შემავალი კიდევ ერთი ტანკერი

ტანკერ Veronica III-ის დაჭერა ინდოეთის ოკეანეში. 15 თებერვალი, 2026.
ტანკერ Veronica III-ის დაჭერა ინდოეთის ოკეანეში. 15 თებერვალი, 2026.

აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში დააკავა, გემი Veronica III, რომელიც შედიოდა ირანული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების სიაში, იტყობინება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო (აშშ-ში იწოდება „ომის სამინისტროდ“).

სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები გემს კარიბის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე ადევნებდნენ თვალყურს. „გემმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული კარანტინის გვერდის ავლა სცადა“, ნათქვამია განცხადებაში.

MarineTraffic-ის მონაცემების თანახმად, ნავთობტანკერი Veronica III პანამის დროშით დაცურავს.

გასულ კვირაში აშშ-ის სამხედრო ძალები ინდოეთის ოკეანეში ავიდნენ გემ Aquila II-ზე, რომელსაც ასევე კარიბის ზღვიდან უთვალთვალებდნენ. ტანკერი ვენესუელის ნავთობის ჩინეთში ტრანსპორტირების მცდელობაშია ეჭვმიტანილი სანქციების დარღვევით. ამავე დროს ის აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანილია როგორც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG