„ეს წარმოადგენს ახალ დაძაბულობას მას შემდეგ, რაც ბოლო დროს მიღებული ზომები უკვე მიმართულია ისრაელის
კონტროლის გაფართოებისკენ“ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა სფეროში, ანუარ ელ ანუნიმ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ანექსია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოა. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - დასძინა მან.
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა დასავლეთ სანაპიროზე მიწის „სახელმწიფო საკუთრებად“ რეგისტრაციის პროცედურა, რაც არაბულმა ქვეყნებმა და ოპონენტებმა დაგმეს. ისინი თვლიან, რომ
ეს დააჩქარებს პალესტინის ტერიტორიის ანექსიას.
ისრაელის მიერ ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის გარდა, 500 000-ზე მეტი ისრაელელი ცხოვრობს დასავლეთ ნაპირზე - დასახლებებსა და საგუშაგოებზე, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოა. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით სამი მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.
ისრაელს იორდანეს დასავლეთ ნაპირი 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული და იქ ძალადობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზაში ომი დაიწყო.
AFP-ის მონაცემებით, რომლებიც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეფუძნება, ისრაელის ჯარისკაცებმა ან ისრაელელმა ახალმოსახლეებმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დასავლეთ ნაპირზე, სულ ცოტა, 1027 პალესტინელი მოკლეს - როგორც მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
ისრაელის მონაცემებით, იმავე პერიოდში დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა თავდასხმების ან ისრაელის სამხედრო ოპერაციების დროს, სულ ცოტა, 44 ისრაელელი დაიღუპა.
ფორუმი