ღონისძიების ჩატარება ორშაბათს, 16 თებერვალს, საღამოს 7 საათზე სურდათ პუშკინის ბიუსტთან, თუმცა საბოლოოდ ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება.
„პოლიციამ, საბოლოო ჯამში, გადაწყვიტა, რომ ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის წინასწარ შერჩეულ ადგილას ჩატარება აგვიკრძალოს“, - ციტირებს გამოცემა ორგანიზატორებს.
მათი განცხადებით, დაგეგმილი აქცია არ არღვევდა კანონებს: „ჩვენ არ გვქონდა ქუჩის გადაკეტვის განზრახვა ... თუმცა, რადგან პოლიციისგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ, გვესმის, რომ .... შესაძლოა ზოგიერთი მონაწილე რისკის ქვეშ დავაყენოთ“.
„ამჟამად არ არსებობს შეზღუდვები მემორიალური ღონისძიებების შენობაში ჩატარებაზე“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად უარი თქვეს პროტესტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხო კომენტარის გაკეთებაზე.
- დღეს, 16 თებერვალს, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.
- 2026 წლის 14 თებერვალს დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, ციხეში ნავალნის სიკვდილის მიზეზი, დიდი ალბათობით, იყო ეპიბატიდინით მოწამვლა.
- ამ შხამს სამხრეთამერიკული ბაყაყის კანიდან იღებენ. მისი სინთეზირება ხელოვნურადაც შესაძლებელია.
- ევროპის სახელმწიფოთა დასკვნა ეფუძნება თავიანთ ლაბორატორიებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევას, რომლისთვისაც გამოყენებული იყო ალექსეი ნავალნის ბიოლოგიური მასალები.
ფორუმი