Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი.

ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ასეთი დარტყმები თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას ართულებს.

რუსეთის და აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ახალი მოლაპარაკების წინა დღეს, ზელენსკიმ, თავის საღამოს ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი თავდასხმებს “ავითარებს”, რომ იერიშები იარაღის კომბინაციას წარმოადგენს და განსაკუთრებულ თავდაცვას მოითხოვს.


აქამდე უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს აბუ-დაბიში. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ზელენსკის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წინა შეხვედრაზე მომლაპარაკებლებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებზე და იმაზე, თუ როგორ გააკონტროლებს აშშ მის დაცვას. ამასთან მან აღნიშნა, რომ მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს დეტალებზე შეთანხმება „უფრო მაღალ დონეზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გარეშე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG