„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ სიცრუეა. ამ ეტაპზე ე.წ. თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი“, - ამბობენ ბათუმის მერიის სამსახურში.
მუნიციპალურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტირიაზე სამშენებლო სამუშაოები შეუთანხმებლად დაიწყო.
„არ მქონდა ნებართვა. დავიწყე და ავაშენე... [არ ვთანხმდები] რომ დემონტაჟი განხორციელდეს... მილიონამდე ჩავდე... დამანებე თავი, ჩემი ის მყოფნის...“ - უთხრა „აჭარა თაიმს“ სავარაუდოდ ობიექტის მფლობელმა.
ადგილზე მუშაობს ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“, რომელიც იუწყება, რომ სანაპირო ზოლში არაერთი ობიექტი დაანგრიეს გუშინ, 17 თებერვალსაც.
ფორუმი