- ურანი რადიოაქტიური ნივთიერებაა. ის გამოიყენება ენერგეტიკასა და ბირთვულ ექსპერიმენტებში. ტოქსიკურობიდან გამომდინარე, ის მოითხოვს უსაფრთხოების სპეციალური წესების დაცვას;
- ცეზიუმ 137, როგორც წესი, ადვილად ვრცელდება წყალსა და ნიადაგში, საკვებში. ის ასხივებს ცოცხალი არსებისთვის სახიფათო რადიაციას;
- მათი ერთად მოქმედება საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებით ვაჭრობა ისჯება ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით.
სუსის ვერსია
უწყებაში ამბობენ, რომ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების სხვა ქვეყანაში გატანა იგეგმებოდა და დაკავებულები 3 მლნ აშშ დოლარის გადახდას გეგმავდნენ.
მინიშნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ოპერაციის დეტალების შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა უწყების უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, თქვა, რომ „აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის“.
რა დარჩა უცნობი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ბრიფინგმა არაერთი კითხვა გააჩინა საქმის დეტალებთან დაკავშირებით. მათ შორის:
- დაკავებულები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან;
- როგორ მოხდა დანაშაულის კვალზე გასვლა - ნივთიერების გამსაღებლებად მათ სუსის თანამშრომლები გაეცნენ თუ არა;
- რამდენად კანონიერად იყო ეს ნივთიერებები საქართველოში მოხვედრილი;
- რომელ ქვეყანაში იგეგმებოდა ნივთიერებების გატანა, ოპერაცია დაიგეგმა თუ არა რომელიმე ქვეყნიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლების დამატებით კითხვებს არ უპასუხეს.
ფორუმი