Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ირანთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოწოდებით გამოდის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების ზრდის ფონზე

ირანისა და რუსეთის ერთობლივი მანევრები
ირანისა და რუსეთის ერთობლივი მანევრები

კრემლმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ ირანის გარშემო დაძაბულობის უპრეცედენტო ესკალაციას ხედავს მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ძალებს მოუყარა თავი ახლო აღმოსავლეთში.

მოსკოვმა თეირანს და „სხვა მხარეებს“ წინდახედულებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.

Reuters-ის თანახმად, კრემლმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის საზღვაო წვრთნები მიმდინარე დაძაბულობამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.

აშშ-ის მუქარამ ირანის დაბომბვის შესახებ, თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებში ორივე მხარის განსხვავებული შეხედულებების გამო, ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია.

19 თებერვალს რუსული კორვეტი შეუერთდა ირანის დაგეგმილ საზღვაო წვრთნებს ომანის ყურეში, გლობალური ენერგეტიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე.

ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ თქვა, რომ „სახელმძღვანელო პრინციპებზე“ შეთანხმდნენ, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლაინ ლივიტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მხარეებს ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანი წარადგენს წერილობით წინადადებას იმის შესახებ, როგორ უნდა მოგვარდეს აშშ-ის შეშფოთება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG