19 თებერვალს, დაკავების შემდეგ ჟურნალისტი სტამბოლში გადაიყვანეს. DW სტამბოლის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ალიჯან ულუდას ადანაშაულებენ თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის საჯაროდ შეურაცხყოფასა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში სოციალური ქსელით X.
საქმე ეხება ჟურნალისტის მიერ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გამოქვეყნებულ პოსტს. ჟურნალისტმა თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების გათავისუფლების გამო. ულუდამ თურქეთის მთავრობა კორუფციაშიც დაადანაშაულა.
DW-ს გენერალურმა დირექტორმა ბარბარა მასინგმა განაცხადა, რომ მაუწყებლის ჟურნალისტის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოა. მასინგმა ხაზი გაუსვა, რომ ალიჯან ულუდა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც კორუფციის ფაქტებსაც იკვლევს და წვდომა აქვს ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროებზე.
DW-ს გენერალური დირექტორის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ჟურნალისტი 30-მა პოლიციელმა დააკავა და ანკარიდან მაშინვე სტამბოლში გადაიყვანეს, მიუთითებს მიზანმიმართულ დაშინებასა და თურქეთის მთავრობის მიერ პრესის თავისუფლების ხელყოფის მასშტაბზე.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ალიჯან ულუდას დაკავებას უწოდა ავტორიტეტიანი ჟურნალისტების დევნის ნაწილი. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ თურქეთის მთავრობას ულუდას გამოძიებები აღიზიანებდა.
ფორუმი