Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ალასკის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში იმყოფებოდნენ

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) ალასკის ზონაში რუსული თვითმფრინავების შესვლის შესახებ ადრეც არაერთხელ განაცხადა, მათ შორის 2022 წლის ივნისში
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) ალასკის ზონაში რუსული თვითმფრინავების შესვლის შესახებ ადრეც არაერთხელ განაცხადა, მათ შორის 2022 წლის ივნისში

საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ალასკის ზონაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) განაცხადა. ინციდენტი 19 თებერვალს მოხდა.

  • ეს ზონა აშშ-ის და კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეებს მიღმაა და წარმოადგენს საერთაშორისო საჰაერო სივრცის გარკვეულ ნაწილს, სადაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საჰაერო ხომალდის სწრაფად იდენტიფიცირებაა საჭირო.

NORAD-ის ინფორმაციით, ალასკის ზონაში იმყოფებოდნენ რუსეთის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95, ორი გამანადგურებელი Су -35 და რადიოლოკაციური მართვის თვითმფრინავი A-50.

მათი ზუსტი იდენტიფიცირების, მეთვალყურეობისა და ზონის დასატოვებლად თანხლებისთვის სარდლობამ გაგზავნა ორი გამანადგურებელი F-16, ორი F-35 და კიდევ ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი. ისინი რუსულ თვითმფრინავებს არ მოშორებიან, სანამ მათ ალასკის ზონა არ დატოვეს.

NORAD-ი ხაზს უსვამს, რომ რუსული თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რჩებოდნენ და აშშ-ის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში არ შეჭრილან. სარდლობის განცხადებით, რუსეთი ალასკის ზონაში მსგავს ქმედებებს რეგულარულად მიმართავს და ეს უშუალო საფრთხედ არ განიხილება.

  • 2025 წლის აგვისტოში ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპის მცდელობებს მას შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.




ფორუმი

XS
SM
MD
LG