„პუტინს უმასპინძლე შენს ნავზე?“ ჰკითხა ეპსტინმა მირვოლდს 2010 წლის 27 ოქტომბერს, რაზეც მან უპასუხა: „მისი ცოლსა და ქალიშვილს. ნათანი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ არქივში დარჩენილია ამ წერილის რამდენიმე ასლი, მაგრამ ზოგიერთში იუსტიციის სამინისტრომ დამალა მირვოლდის სახელი ან მისი პასუხი „ცოლისა და ქალიშვილის“ შესახებ.
გაურკვეველია, პუტინის რომელ ქალიშვილზეა ლაპარაკი - კატერინა ტიხონოვაზე თუ მარია ვორონცოვაზე. ასევე როდის შეიძლება მომხდარიყო მათ და ლუდმილა პუტინას (რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურად 2013 წელს დაშორდა) ვიზიტი. „მედუზამ“ ვერ იპოვა ღია წყაროდან ინფორმაცია მირვოლდთან პუტინას, ტიხონოვასა ან ვორონცოვას კავშირის შესახებ.
„ნავი“, რომელზეც არის საუბარი, სავარაუდოდ, 49-მეტრიანი იახტა Teleost-ია, რომლის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი დოლარია და რომელიც მირვოდს ეკუთვნის, წერს „მედუზა“. ამასთან, იახტა ქირავდება კვირაში 195000-დან 220000-მდე დოლარად.
მირვოლდი არის მეწარმე და მეცნიერი, რომელსაც პრინსტონის უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის დოქტორის ხარისხი აქვს მიღებული. 1980-იან წლებში მან დააარსა პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი Dynamical Systems Research Inc., რომელიც 1986 წელს შეიძინა ბილ გეიტსის Microsoft-მა. 1996 წელს ის კომპანიის ტექნიკური დირექტორი გახდა.
2000 წელს მან დააარსა Intellectual Ventures, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სექტორებში პატენტების მართვის კომპანია, ხოლო მოგვიანებით დააარსა TerraPower, სტარტაპი, რომელიც ინოვაციური ტიპის ბირთვულ რეაქტორს ავითარებდა. კარიმა ნიგმატულინა, რომელიც Intellectual Ventures-ში საშიში დაავადებების გავრცელების მათემატიკურ მოდელირებაზე მუშაობდა, 2012 წელს დაბრუნდა რუსეთში, ხელმძღვანელობდა მოსკოვის გენერალური გეგმის ინსტიტუტს, გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი.
The Seattle Times-ის ცნობით, მირვოლდი და ეპსტინი სულ მცირე 1996 წლიდან 2018 წლამდე ურთიერთობდნენ და ამ პერიოდის ბოლო რვა წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდნენ სიეტლსა და ნიუ-იორკში. მათი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა, შესაძლოა, 1998 წელს შედგა რუსეთში მოგზაურობის დროს. ინვესტორ ესთერ დაისონის Flickr-ის ფოტოების კოლექცია, რომელიც იმავე წლის აპრილში რუსეთში ვიზიტის დროს არის გადაღებული, მოიცავს როგორც მირვოლდის, ასევე ეპსტინის სურათებს.
მირვოლდის წარმომადგენელი უარყოფს მეწარმესა და ეპსტინს შორის რაიმე პირად ურთიერთობას.
ფორუმი