1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის - ანექსია განახორციელა.
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის, მთავრობისა და სხვა ადმინისტრაციული დაწესებულებების შენობებზე.
- საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს ისევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი - ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
ფორუმი