შემთხვევა დღეს, 26 თებერვალს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.
დაღუპულები არიან:
- მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია;
- კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.
მათ გარდა, ავტობუსში არავინ იმყოფებოდა.
- დაშავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (საავტომობილო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია). დეტალების გასარკვევად დანიშნულია ექსპერტიზაც.
რადიო თავისუფლებამ დეტალების გასარკვევად მიმართა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც, მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
ფორუმი