Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ფოტოგრაფს 6 წელი მიუსაჯეს ფრაზისთვის "დიდება უკრაინას! სიკვდილი პუტინს!"

ალექსანდრ სტრუკოვი
ალექსანდრ სტრუკოვი

„მედიაზონის“ ცნობით, დასავლეთის ოლქის მეორე სამხედრო სასამართლომ ფოტოგრაფ ალექსანდრ სტრუკოვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტერორიზმის გამართლებისთვის“.

სასჯელი დანიშნეს სისხლის სამართლის პირველი საქმის დარჩენილ ვადასთან ერთდროულად. ფაქტობრივად, ფოტოგრაფს პატიმრობის ვადა წელიწად-ნახევრით გაუზარდეს.

მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საბაბი იყო ფრაზა „დიდება უკრაინას! სიკვდილი პუტინს!“, რომელიც სტრუკოვმა სასამართლო დარბაზში წამოიძახა 2023 წელს, პირველი განაჩენის გამოცხადების შემდეგ. ფოტოგრაფმა თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ თავს არ მიიჩნევს ექსტრემისტად ან ტერორისტად.

2023 წლის ნოემბერში სტრუკოვს, რომელიც ადრე ალექსეი ნავალნის მოსკოვის შტაბთან თანამშრომლობდა, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს გამოცემა Znak.com-ის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული პოსტების კომენტირებისთვის. იგი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმისკენ მოწოდებებში, სიძულვილის გაღვივებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG