Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს!“ - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

უწყვეტი აქციების 458-ე დღეს, თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა.
უწყვეტი აქციების 458-ე დღეს, თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა.

„არა რუსულ პროპაგანდისტულ არხებს!“ - უწყვეტი აქციების 458-ე დღეს, თბილისში მოქალაქეებმა შაბათის მორიგი აქცია-მარში გამართეს. ფილარმონიასთან შეკრებილი ადამიანები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.

ამ კვირის აქციას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება პროსახელისუფლებო ტელეარხების - “იმედისა” და POS TV-ს წინააღმდეგ.

მარშის მონაწილეები, საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშებით, პარლამენტთან აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.

უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს სხვადასხვა მიზეზით დაკავებული ადამიანები.

აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] არ გადადგამს 2028 წლის ბოლომდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG