„ისინიც მალე ზღვის ფსკერზე იტივტივებენ! სხვა თავდასხმის დროს, ჩვენ მათი საზღვაო ფლოტის შტაბ-ბინა ძირითადად გავანადგურეთ“, - თქვა
ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
„სხვა მხრივ, მათი საზღვაო ფლოტის საქმეები ძალიან კარგად მიდის,"- თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, The Atlantic-ს თანახმად, ასევე განაცხადა, რომ ის დაელაპარაკებოდა ირანის ლიდერებს. ტრამპს ვადები არ დაუზუსტებია და აღნიშნა, რომ ქვეყნის ლიდერების დიდი ნაწილი მკვდარია.
„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარზე, ამიტომ დაველაპარაკები მათ. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ“, - მოჰყავს ტრამპის სიტყვები გაზეთ The Atlantic-ს.
კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ჩატარდეს ასეთი მოლაპარაკებები, ტრამპმა უპასუხა: „ვერ გეტყვით“.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვისთან აპირებს საუბარს.
მან თქვა, რომ „ამ ადამიანების უმეტესობა წავიდა“. მან ირანის ხელმძღვანელობა იგულისხმა, რომელიც წლების განმავლობაში პერიოდულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების მთავრობებთან.
„ზოგიერთი ადამიანი, ვისთანაც გვქონდა საქმე, წავიდა, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო“, - თქვა ტრამპმა, რომელიც, როგორც ჩანს, გულისხმობდა დარტყმას, რომლის შედეგადაც დაიღუპა ირანის უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენეი და მაღალი თანამდებობის სხვა ოფიციალური პირები.
„მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ“, - თქვა მან. „მათ შეეძლოთ შეთანხმების დადება. მათ ეს უფრო ადრე
უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძალიან კეთილებს თამაშობდნენ“.
ტრამპმა ცალკე ინტერვიუში განაცხადა, რომ 28 თებერვალს გაჩაღებულ ომში შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უკვე 48 ირანელი ლიდერი მოკლეს.
„არავის სჯერა ჩვენი წარმატების, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა. და ეს სწრაფად ხდება“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ფორუმი