ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გამთენიისას ლიკვიდირებული იყო. ბანკის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დილით „ლიბერთის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში, ხანძარი ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი.
ბანკის ინფორმაციით, ეს სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის. „ლიბერთიში” აცხადებენ, რომ ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
- ბანკ „ლიბერთის“ ერთ-ერთი მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა. 2026 წლის თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მან გაყიდა პროსახელისუფლებო პოზიციის მქონე ტელეკომპანია „იმედი". 24 თებერვალს „იმედს" სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.
ფორუმი